პრემიერი: “მედია დღეს თავისუფალია ყოველგვარი სახელისუფლო კონტროლისა და ჩარევისგან”

0

premieri-garibashviliპრემიერ მინისტრმა თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარადგენა დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. მთავრობის მიღწევებზე საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს.

“მედია დღეს თავისუფალია ყოველგვარი სახელისუფლო კონტროლისა და ჩარევისგან. მედია საშუალებები თავისუფლად მუშაობენ და მოქმედებენ, ამას ადასტურებს მსოფლიო რეიტინგები მედიის თავისუფლების კუთხით და არ მგონია, რომ ამ დარბაზში ან საზოგადოებაში ვინმეს გაუჩნდეს ეჭვი, რომ რომელიმე მაუწყებელი დღევანდელი ხელისფლების რუპორია,” – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.