პრემიერი სკოლებში სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების აღდგენის ინიციატივით გამოდის

0

აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მესტიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბევრ უცხოელს ნანახი აქვს სვანეთი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას -არა. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოხუცებმა მოინახულონ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ეს ულამაზესი კუთხე. ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ განვავითაროთ სპორტსკოლები ზამთრის სპორტის სახეობებისთვის. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თეთნულდის ტურისტული კომპლექსის განვითარებისთვის. იქ სერიოზულ ფინანსურ რესურსებზეა საუბარი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან, რათა აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. აუცილებლად უნდა აშენდეს დამატებითი საბაგირო იმისთვის, რომ მესტიიდან შესაძლებელი იყოს ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა, რათა მოთხილამურეებს მესტიაში საბაგიროთი სარგებლობა გავუადვილოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სხვა ახალი ამბები: