პრემიერმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა

0

ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახლადაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა. მან მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც შეძლებენ.

” მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია “გილეადმა” გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი, სადაც ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ზუგდიდში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

სხვა ახალი ამბები: