ექსკლუზივი: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანაკლიაში “დაჩექინდა”

0

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წუხელ ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისში” დაჩეკინდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-ს ინფორმაცია საკუთარმა წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტის ჩამოსვლის ზუსტი მიზეზი, თუმცა სავარაუდოდ მარგველაშვილი “შენი ხმა ჩვენი მომავლია” კამპანიის ფარგლებში, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრას აპირებს. პრეზიდენტს თან ახლავს მეუღლე და დაცვის წევრები.

smo news-ის წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი მარგველაშვილი ანაკლიაში დღეს დაგეგმილ კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 30 აგვისტოს, 20 საათზე ანაკლიის ციხესიმაგრეში,  მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: