Primed-ის ინიციატივით ზუგდიდში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

0

24 მარტს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადების შედეგად, ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, 100 000 ბავშვი იღუპება. უფრო მეტიც, ერთი წლის განმავლობაში ტუბერკულოზით დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 1 % ინფიცირდება.

https://www.youtube.com/watch?v=qH7a84DPp3E

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამედიცინო კორპორაცია Primed-ში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლება, აღნიშნული დღის აღნიშნვა ორი დღით ადრე დაიწყეს. ზუგდიდის ტუბსაავადმყოფოსა და ზუგდიდის ფრანგული კოლეჯის ინიციატივით, ამავე სკოლაში სწორედ აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

კოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პერფომანსები და სხვა ცნობიერების ასამაღლებელი მოკლე სკეტჩები. ღონისძიება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მორიგი ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხვალ და ზეგ გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: