პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა

0

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა.

“მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს პოლონეთში ჩავიდა. ის ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განკარგულება 26 ივლისს გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდეს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

სხვა ახალი ამბები: