ქალაქ ჯვარში დევნილთა ამბულატორია გაიხსნა

0

დღეს, 22 მარტს, ქალაქ ჯვარში აფხაზეთიდან იძულრბით გადაადგილებულ პირთა ამბულატორია გაიხსნა. რომელიც სრულად იქნა რეაბილიტირებული და მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების დონეზე და აღჭურვილია სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურით. პოლიკლინიკის სარეაბილიტაციოდ გერმანიის საელჩოს მიერ ევროგრანტის სახით გამოყოფილიქნა 11 400 ევრო.

დევნილთა პოლიკლინიკის რეაბილიტაციის საქმეში ასევე მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის აფხაზეთის მთავრობას, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, გერმანიის საელჩოს გრანტებისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი თომას შოლი, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.