ქალაქ მარტვილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ასფალტო ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოქტომბრის და შეროზიას ქუჩებზე ასფალტობეტონის საფარის დაგება. პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, ნ. გეგიას, წერეთლის, დადიანის და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.