ქალაქ წალენჯიხის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

0

წალენჯიხის #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ახალ სასწავლო წელს აღსაზრდელები ახალ გარემოში შეხვდებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია AWERD-ი (ტენდერი შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ტენდერის ნომერია–DEP170000001) საპროექტო ღირებულება შეადგენს 330 000 ლარს.

დღეს, 29 მარტს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ და გამგებლის მოადგილემ გიორგი ლუკავამ.

სხვა ახალი ამბები: