ქალაქ უკმერგესა და წალენჯიხას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

0

პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში იმყოფებოდნენ ლიტუვეას რესპუბლიკის ქალაქ უკმერგეს მერი როლანდას იანიცკასი და ქალაქ უკმერგეს მერიის ფინანსური მენეჯერი სტასის იაცკუნასი.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. განიხილეს უკმერგესა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო გეგმები. როგორც აღინიშნა, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი ქალაქ უკმერგესა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან ოფიციალურად ოქტომბრის თვეში გაფორმდება.

დოკუმენტის თანახმად, წალენჯიხა და უკმერგე ითანამშრომლებენ. მემორანდუმი ხელს შეუწყობს შეხვედრების ორგანიზებას, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სახის პროგრამებში მონაწილეობას, სემინარების გამართვასა და მაღალი დონის ვიზიტებს. ჩამოსული სტუმრები იმყოფებოდნენ ქალაქ ჯვარში სადაც შეხვდნენ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დირექტორს, ჯონი ჭანიას და დაათვალიერეს კაშხლის ტერიტორია. გაეცნენ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, რის მიხედვითაც ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება.

დღის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქ წალენჯიხაში არსებული ჩაის გადამამუშავებელი კომპანია, სადაც დააგემოვნეს ქართული ჩაი და გაეცნენ ჩაის დამუშავების ტექნოლოგიას