ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

0

ზუგდიდის ცენტრალურ უბნებს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი გახდა ელექტროსადენების დაზიანება, რომელიც ძლიერმა ქარმა გამოიწვია. “ენერგო პროჯორჯიას” ზუგდიდის სერვის ცენტრის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში, სადაც მოხდა ტრანსპორმატორის დაზიანება.

ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი ხე მოგლიჯა. ერთ-ერთი ხე კი იმ ტრანსპორმატორს დაეცა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებს ელექტროენერგიით ამარაგებდა. “ენერგო პროჯორჯიას” თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და “ზუგდიდდასუფთავების” თანამშრომლებიც. შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხიაც.

სხვა ახალი ამბები: