ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სასწავლო ვიზიტით ინგლისში გაემგზავრა

0

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სასწავლო ვიზიტით ინგლისში გაემგზავრა. პროექტით „სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის“ გათვალისწინებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, 14-22 მაისს მერაბ ქვარაია, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ინგლისსა და პოლონეთში დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართული მხარე ორ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმების მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გაეცნობა. სასწავლო ვიზიტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და პარტნიორ ორგანიზაციების (საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი; განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: