ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმებზე საუბრობს

0

დღეს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე  თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს იქნება ცვლილებები რომელიც ხელს შეუწყობს  დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას და სწორად წარმართვას თვითმმართველობებში.

“დღეს ჩემი ამოცანაა თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმა იყოს წარმატებული და შედეგიანი მოსახლეობისთვის, განხორციელდეს  ცვლილებები რომელიც ხელს შეუწყობს  დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას და სწორად წარმართვას თვითმმართველობებში, ამავე დროს ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობას და ქმედითობას.

ამის პარალელურად აუცილებელია გაძლიერდეს ანგარიშვალდებულების, სამოქალაქო ჩართულობისა და სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ელემენტები და ხალხს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს საკუთარი მთავრობა. მართალია ზუგდიდი არ იქნება თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ ზუგდიდი იქნება მუნიციპალიტეტი-თვითმმართველობა, რომელსაც ეყოლება ხალხის მიერ არჩეული ადგილობრივი მთავრობა, საკრებულო, რომელსაც ექნება უფრო მეტი უფლებები და ქალაქ ზუგდიდის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის განვითარების რეალური  შესაძლებლობები.

ამავე დროს ქალაქის ყველა უბანს ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი საკრებულოში, რაც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად იყოს დაცული როგორც თემის, ასევე ქალაქის ინტერესები”,-აღნიშნა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ.

სხვა ახალი ამბები: