ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

0

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით, 8-2 ის წინააღმდეგ თავმჯდომარის მოადგილედ თაზო ფაცაია აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარის ნატალია შეროზიამ ფაცაციას ახალ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეროზიამ იგი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ ფაცაცია მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორია და მან საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ჩვენი ხელისუფლება ასეთ ახალგაზრდებს ახალისებს და ნდობას უცხადებს“ ,- განაცხადა შეროზიამ.

ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ის თითოეული ზუგდიდელის პრობლემების მოგვარებას და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება.

“ოპოზიციას შეიძლება ბევრი რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი შემფასებელი და კრიტიკოსი ხალხია”,- განაცხადა ფაცაციამ.

მის არჩევას მხარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ და „ევროპული საქრთველოდან“ ბათლომე შელიამ არ დაუჭირეს. შელიას თქმით, მისი პარტია, ზოგადად, წინააღმდეგია იმ მიდგომების რაც მთავრობას საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით აქვს.

„ბატონი თაზო სამწუხაროდ იქნება ერთი რიგითი დავალების შემსრულებელი და ჩვენ ვიცით, რომ აქ უმრავლესობა თვითონ არ ღებულობს გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა მე მას წარმატებებს ვუსურვებ“,- აღნიშნა შელიამ.

სხვა ახალი ამბები: