ქალაქ ზუგდიდს ბოტანიკური ბაღი საკუთრებაში დაუბრუნდა

0

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მერმა ირაკლი გოგოხიამ საზოგადოებას საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიაზე განუცხადა.

“ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება 7 სექტემბერს გაფორმდა. მინდა, დიდი სიხარულით გახაროთ ეს ამბავი, რომელიც გუბერნატორმა ლევან შონიამ გადმომცა”, – აღნიშნა გოგოხიამ.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ლანდშაფტური ძეგლების ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი და დაისახა გეგმა, რათა დადიანების ბოტანიკური ბაღი წარდგენილ იქნეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ბაღ-პარკების სიაში.

საქართველოდან ეს იქნება პირველი ბაღი, რომელიც წარდგენილი იქნება ამ პრესტიჟულ სიაში. ოქტომბერში აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოსვლას და დადიანების ბაღის მონახულებს გეგმავს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.

სხვა ახალი ამბები: