ქალაქ ზუგდიდში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება (ფოტო)

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი  საბავშვო ბაღის მშენებლობა და არსებულის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. საქმე ეხება ზუგდიდის ნომერ მეორე და ნომერ მეოთხე საბავშვო ბაღებს.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ნომერ მეოთხე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე სატენდერო განაცხადები 30 აპრილიდან დაიწყება და 5 მაისამდე გასტანს. სატენდერო ღირებულება შეადგენს 649.620 ლარს. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

რაც შეეხება ბერიას ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღს, რომელიც ავარიული შენობის გამო ბერიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გადავიდა, მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. ახალი ბაღის მშენებლობისთვის 1 მლიოონ 179.820 ლარი დაიხარჯება. ბაღის მშენებლობას უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მერია და რეგიონალური განვითარების ფონდი.

როგორც  ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ბერიას ქუჩაზე აშენებული საბავშვო ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით, რომლის მშენებლობაც სატენდერო ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: