ქალაქ ზუგდიდში ფაროსანას შეწამვლის ღონისძიებები დაიწყება

0

სამეგრელოს რეგიონში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. 27 სექტემბერს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, დაიწყება აზიურის ფაროსანას შეწამვლა თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს:

გამოიჩინოთ ყურადღება და არსებობის შემთხვევაში მოახდინოთ წყლის ჭების დროებით გადახურვა!

წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდოთ თერმულ ნისლს და დახუროთ შენობების კარ-ფანჯრები!

ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის!

შეწამვლითი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 სექტემბერს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: