ქალაქის მერმა ზუგდიდელ აკო მესხიას დიდი ხნის ოცნება აუსრულა (ვიდეო)

0

აკაკი (აკო) მესხია 29 წლისაა, აქვს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი, რაც სულაც არ უშლის ხელს იმაში , რომ უყვარდეს ფეხბურთი. მას ყველა საყვარელი ფეხბურთელი პოსტერი აქვს . სურვილის მიუხედავად, აკო ფეხბურთის თამაშებზე დასწრებას ვერ ახერხებდა. ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ მისი სურვილი რეალობად აქცია და წმიდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელთან, სალომე ფაცაციასთან ერთად, აკოს „ზუგდიდი“- „ლოკომოტივი“-ს თამაშზე დასწრება უზრუნველყო.

აკო მატჩს სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო. თამაშის ბოლოს ს.კ „ზუგდიდი“ დირექტორმა, გელა ინალიშვილმა აკოს მატჩებზე დასასწრები მუდმივი VIP საშვი, ხოლო ქალაქის მერიამ მისი ფეხბურთელებთან ერთად გადაღებული ფოტოების პოსტერი გადასცა.