ქაფშიას სუნით შეწუხებული ფოთელები ქუჩაში გამოვიდნენ

0

qafshias-warmoebaფოთში ცენტრში დღეს ადგილობრივებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით ქალაქში ქაფშიის სუნის პრობლემა ისევ დგას, რომელიც სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით უსიამოვნო სუნი სეზონურია და ის ძირითადად თევზის გადამუშავების დროს აწუხებთ. გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციაზე ორასზე  მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.

ცნობისათვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. მოსახლეობის მტკიცებით არცერთ ქარხანას ე.წ ფილტრები არ გააჩნია, რომელიც თავისთავად იწვევს ქალაქის ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნს. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა დახმარების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბური აქციების მოწყობით იმუქრებიან.