“ქართული ოცნება” ხვალ სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

0

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს. პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე თქმით, კანდიდატების ვინაობას ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მუნიციპალიტეტის კი- რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს:

წალენჯიხა- ჩხოროწყუ – გოგა გულორდავა -წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი

მარტვილი-აბაშა – ოთარ დანელია – სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი

ფოთი – ირაკლი ხახუბია – ბიზნესმენი

მესტია -ვიქტორ ჯაფარიძე მესტიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი

ხობი – გოდერძი ბუკია-ბიზნესმენი, მოქმედი პარლამენტარი

სენაკი – საუბარია გუბერნატორის მოადგილეზე, კახა რუსიაზე და შსს-ს ანალიტიკური დეპარტანენტის უფროსზე, ირაკლი ბერაიაზე

კანდიდატების წარდგენა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, 23 ივლისს 19 საათზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: