“ქართული ოცნება” სამეგრელოში მერობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს

0

ხვალ, 16 სექტემბერს, 16 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატებს საქართველოს პრემიერი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიან:

ზუგდიდი – ლაშა გოგია;

ხობი – გოგი ქაჯაია;

სენაკი – ლევან კუპრეიშვილი;

აბაშა – ლევან მაკალათია (სავარაუდოდ);

წალენჯიხა – ბესიკ ფარცვანია;

ჩხოროწყუ – დავით გოგუა;

მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა;

ფოთი – გოჩა კურდღელია;

მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი.

კანდიდატების წარდგენის პარალელურად ზუგდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კონცერტი, სადაც ცნობილი ქართველი მომღერლები შეასრულებენ ცნობილ სიმღერებს. ზუგდიდელების წინაშე წარსდგებიან: სოფო ბედია, ანრი ჯოხაძე, სალომე ბაკურაძე, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა ბუზალაძე.

 

სხვა ახალი ამბები: