“ქართული ოცნების” კანდიდატები სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდნენ

0

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია დღეს სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდნენ. სახელისუფლებო პარტიიდან წარდგენილმა კანდიდატებმა ადგილობრივებს პარტიის სამოქმედო გეგმა და მიღწევები გააცნეს.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობისა და გამგებლობის კანდიდატების შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურიც დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან  იმ პრობლემების მოგვარების შესახებ მოისმინეს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. ძირითადი, რასაც ადგილობრივები ითხოვენ სოციალური ფონის გაუმჯობესებაა.

“მე არ ვიკადრებ, ზედმეტი დაპირებები გავცე. ვინც გპირდებათ,ის გატყუებთ. მე მხოლოდ შეკვეთას მივიღებ თქვენგან. მე ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი. ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ”-აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ თავის გამოსვლაში.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მმართველი პარტიის კანდიდატებმა ჯიხაშკარის მოსახლეობას დახმარებას შეპირდნენ.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად. აღნიშნულ სოფელში გასული 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და რათქმაუნდა ისევ გაგრძელდება სამომავლოდ სხვადასხვა ინფრასტრუქტურილი პროექტების განხორციელება. ჩვენ გვჯერა იმის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს უკეთეს მომავალს და ყველა ერთად ვიზეიმებთ 9 ოქტომბერს “ქართული ოცნები” გამარჯვებას”-განაცხადა “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: