“ქართული ოცნების” ნაცემი წევრები ზუგდიდის საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

0

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა. მინისტრის მოადგილე დაზრალებული ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო და მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო.

კვარაცხელიას განმარტებით დაზრალებულების მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სოფელ დიდნეძში „ნაციოანალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სულ სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი ბინაზე გაეწერა და მკურნალობის კურსს იქ განაგრძობს, ორი დაზარალებული ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

სხვა ახალი ამბები: