“ქართული ოცნების” ფოთის მაორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს

0

ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან დღეს ზესტაფონისა და თამარ მეფის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა. ამომრჩევლებთან ირაკლი ხახუბიამ საქართველოში ბოლო წლებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე და ამ სფეროში საქართველოს საერთაშორისო აღიარებებზე გააკეთა აქცენტი.

ირაკლი ხახუბიამ ისაუბრა მალთაყვის სანაპიროს განვითარებაზე, ბულვარის მშენებარე პროექტზე. მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებისათვის საცხენოსნო სპორტის განსავითარებლად საკუთარი ინიციატივის დეტალები გაახმაურა. ხახუბიამ აღნიშნა რომ ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილება პორტისა და საავადმყოფოს გაყიდვის თაობაზე ფოთისათვის ძალზედ საზიანო იყო და ამ არასახელმწიფოებრივი მიდგომით “ნაციონალურმა მოძრაობამ” პირველ რიგში ქალაქის მოსახლეობა აზარალა.

სხვა ახალი ამბები: