“ქართული ოცნების” შიდა კვლევების მიხედვით ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატებს შორის ლაშა გოგია ლიდერობს

0

“ქართული ოცნების” შიდა კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში, “ქართული ოცნების” კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს, რომელიც თავის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ გაბუნიას 22%-ით უსწრებს.

სხვა კანდიდატებს მხარს უჭერს გამოკითხული რესპონდენტების 9,5%. არც ერთი კანდიდატი მისაღები არ არის რესპონდენტების 5%-ისთვის, ხოლო 12% უარს აცხადებს (თავს იკავებს) საკუთარი რჩეულის დასახელებისგან.

შიდა კვლევები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შეუკვეთა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 13-დან 19 სექტემბრამდე ჩატარადა.

კვლევაში საარჩევნო გარემო მთლიანობაში პოზიტიურად არის შეფასებული. კვლევის ანალიზში აღნიშნულია, რომ აბსოლუტურად მინიმალიზირებულია წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, ხოლო კანდიდატები ერთმანეთისადმი კორექტულობით გამოირჩევიან.

კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 73% აპირებს. კვლევაში 1230 რესპოდენტი მონაწილეობდა.

სხვა ახალი ამბები: