“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ამ წუთებში სამეგრელოს მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბრობს

0

ხვალ, 23 ივლისს 19.00 საათზე,  ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნების დაწყებას დააანონსებს და რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

ამ წუთებში “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭო მაჟორიტარი კანდიდატების წარსადგენად ბოლო შეთანხმებას განიხილავს. სავარაუდოდ ამაღამვე გახდება ცნობილი, თუ ვის წარადგენს მმართველი პარტია ხვალ სამეგრელოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატებად.

საინფორმაციო სააგენტო smo news-ის წყაროს ცნობით, ამაღამვე იმ კანდიდატებს ეცნობებათ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლებიც ხვალ, ზუგდიდის მთავარ მოედანზე უნდა წარსდგნენ ამომრჩევლების წინაშე.

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე კი, ხვალ ზუგდიდში კონცერტი გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: