“ქართული სუფრა “საქმის” სანაცვლოდ”- ლალი ანთიას მიერ მოტყუებული საჯარო პირის აღსარება

0

“არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა ბანდიტური დაჯგუფებაა, რომელსაც გამგებლის ყოფილი მოადგილის დედა მართავს და რომელიც ბოროტად სარგებლობდა გავლენის სფეროებით”-ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერის, ლალი ანთიას შესახებ SMO NEWS-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს სოციალური ქსელი ერთ-ერთი მომხმარებელი.

მ.წ-მ SMO NEWS-ს ის ისტორიები უამბო, რომელიც პირადად მას გადახდა ე.წ “არასამთავრობო ორგანიზაციაში. ახალი ამბების სააგენტოს კორესპონდენტს კონფედენციალურმა წყარომ ჯერ კიდევ გაუხმაურებელი ამბებზე ესაუბრა. მ.წ-ს განცხადებით, “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაჰპირდა. სანაცვლოდ კი ანთიამ მ.წ-ს კარგი სუფრის გაწყობა დაავალა და თან უთხრა: “თანამდებობის პირები უნდა დავპატიჟო და გავაცნო შენი თავი, რომ სამსახურში დაგაწინაურონო”

მ.წ – მიუხედავად იმისა, რომ ვარ მარტოხელა დედა და მარტო ვზრდი ერთადერთ შვილს, გადავწყვიტე სუფრა მართლა გამეშალა, რადგან იმ მომენტში ნამდვილად ვფიუქრობდი, რომ ლალი ანთია სამსახურის ამბებში დამეხმარებოდა.

-თანამდებობის პირებში ვის გულისხმობდა, ვინ უნდა დაეპატიჟებინა ანთიას სუფრაზე?

-როგორც თვითონ ამბობდა გამაცნობდა გამგებელს და მის მოადგილეებს და საქმეს გამიკეთებდა. მე ისედაც ვმუშაობდი მუნიციპალიტეტის გამგეობაში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდიდან, მაგრამ მხოლოდ ხელშეკრულებით.

-და რას გპირდებოდათ ლალი ანთია?

-მპირდებოდა, რომ შტატში ჩამსვავდნენ გამგეობაში და ჩვეულებრივად უფრო მეტ ხელფასსაც მივიღებდი და პრემიებსაც. მართლა ძალიან მიჭირდა, როგორც მარტოხელა დედას და ამიტომაც მზად ვიყავი ყველაფერი გამეღო იმისთვის, რომ შტატში მაინც ჩავესვეთ.

-ლალი ანთიას დავალება შეასრულეთ?

-შევასრულე რა თქმა უნდა. ჩემს დეიდაშვილს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ვთხოვე გამოეგზავნა 300-400 დოლარი, რადგან მე ნამდვილად არ მქონდა თანხა სუფრისთვის. სადღაც ერთ კვირაში თანხა დამიჯდა ჩემს ანგარიშზე და გავაკეთე ისეთი სუფრა, რომელსაც როგორც იტყვიან ჩიტის რძეც არ აკლდა. მართლა ძალიან კარგი სუფრა იყო.

-თუ მოვიდნენ მოწვეული სტუმრები, ვგულისხმობ ზუგდიდის გამგებელს და მის მოადგილეებს.

-არავინ არ მოვიდა. ველოდით თითქმის ღამის 10-11 საათამდე, მაგრამ ამაოდ. ეს ძალიან მეუცნაურა. ვკითხე ლალი ანთიას, რა ხდებათქო. ჩემს კითხვაზე ის თითქმის არ მპასუხობდა და ჩემს მიმართ სასტიკად და აგრესიულად იქცეოდა. როცა შევატყვე, რომ ამით არაფერი გამოვიდოდა, შევთავაზე ჩვენ მაინც გვეჭამა, რადგან სტუმრების მოსვლის ბოლო იმედიც უკვე გადაწურული იყო. ამასობაში მოვიდა მის ოფისში, სადაც სუფრა გამოვაწყვეთ, მისი შვილი, გამგებლის მოადგილე გიზო სართანია. დავჯექით, ვჭამეთ და შემდეგ სუფრაზე რაც კი დარჩა შვილს გაატანა სახლში.

-ვის გულისხმობთ? გიზო სართანიას გაატანა სახლში?

-დიახ, დიდ პარკში ჩაულაგა ყველაფერი რაც გვქონდა, რა თქმა უნდა თავისთვისაც დაიტოვა და სახლში შვილსაც გაატანა.

-ლალია ანთიას შვილმა, საჯარო მოხელემ გიზო სართანიამ იცოდა სუფრის პრეისტორია?

-რა ტქმა უნდა იცოდა. თუმცა ის ხალხის თანდასწრებით ძალიან დაბალანსებულად იქცეოდა და ისე მოგაჩვენებდათ თავს, თითქოს დედის საქმეებში არ ერეოდა. როცა მოვიდა ბატონი გიზო დედამისის ოფისში (თბილისის ქუჩაზე) არც უკითხავს თუ რას უკავშირდებოდა სუფრა. პირდაპირ მიიღო დედის მიპატიჟება, დაჯდა და ჭამა. როცა დანაყრდა, თავისუფლად ჩაილაგა სურსათ-სანოვაგე ცელოფნის პარკში და წაიღო. თქვენ როგორ ფიქრობთ, მას არ ეცოდინებოდა თუ რას უკავშირდებოდა სუფრა დედის ოფისში?

-ის საქმე თუ გაგიკეთათ ლალი ანთიამ, სუფრის სანაცვლოდ რომ გპირდებოდათ?

-არა. მე გამგეობასი იმავე ადგილზე დავრჩი და ისევ ხელშეკრულებით. ამასთან დაკავშირებით მასთან საუბარსაც ვერ ვბედავდი, რადგან შემდეგ მთელ აგრესიას გადმოაფრქვევდა და თავს ვარიდებდი გართულებებს.

-მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დადიოდით ანთიასთან ოფისში?

-მე არ დავდიოდი ჩემი ინიციატივით, მაგრამ თვითონ მირეკავდა და არ მაძლევდა არჩევანის უფლებას. უბრალოდ იძულებულს მხდიდა მასთან მივსულიყავი.

-ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ ანთიასთან?

-არანაირი.

-არ გეკონტაქტებათ?

-არა. რაც ციხეში შეაბრუნეს იმის მერე მე ის არ დამკონტაქებია.

სხვა ახალი ამბები: