ქართული ტრადიციული რეწვის პოპულარიზაცია – ზუგდიდში უფასო სწავლების ჯგუფები კომპლექტდება

0

საზაფხულო დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად ზუგდიდში ახალი იდეა დაებადათ. იდეის ავტორები არიან ქალაქ ზუგდიდის მერია და ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამით ხელს შეუწყობენ ქართული ტრადიციული რეწვის პოპულარიზაციას და საზოგადოების დაინტერესებას. რაც მთვარია, სწავლება იქნება უფასო, ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის.

ჯგუფების კოორდინატორი ეკატერინე ჯოლოგუა აცხადებს, რომ ეს იქნება არამხოლოდ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარებული დრო, არამედ მოტივაციაც ახალი საქმის დასაწყებად.

“ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად გაჩნდება მოთხოვნა ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ნაკეთობებზე .ამდენად ,რაც უფრო მეტი ადამიანი დაოსტატდება ტრადიციულ რეწვაში,მით უფრო მეტი სუვენირები დამზადდება და გაჩნდება დასაქმების ახალი წყაროც .ძალიან მინდა ჩავერთო ამ პროცესში”-აცხადებს ზუგდიდელი მადონა ჯაბუა.

“ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ჯგუფი იკვრება, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი იდეის შესახებ სულ რამდენიმე დღეა გაჟღერდა. ეჭვი არ მეპარება, რომ აღნიშნილ ჯგუფში სულ უფრო მეტი მატება გვექნება”-აცხადებს იდეის ავტორი ეკატერინე ჯოლოგუა.

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ეკატერინე ჯოლოგუას შემდეგ ნომერზე: 595 22 91 28

სხვა ახალი ამბები: