“ქართულმა ოცნებამ” ანაკლიის ციხესიმაგრეში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა (ვიდეო)

0

“ქართულმა ოცნებამ” წინაასარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრა ანაკლიის ციხესიმაგრეში გამართა. ამომრჩევლებს სიტყვით დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა მიმართეს. მათ მოსახლეობას მმართველი პარტიის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მაჟორიტარი დეპუტატობის და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატებმა ედიშერ თოლორაიამ და ლაშა გოგიამ შეკრებილებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და მხარდაჭერასთან ერთად არჩევნების დღეს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მათ ამომრჩევლებს სთხოვეს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან არჩევნებმა ქვეყანაში მშვიდ ვითარებაში უნდა ჩაიაროს.

სხვა ახალი ამბები: