“ქართულმა ოცნებამ” ფოთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

0

დღეს ფოთელებს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და “ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინეს. შეხვედრას ამომრჩევლებთან ფოთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც დაესწრო.

“ირაკლი წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც. ამ ქალაქს კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ თქვენ და ჩვენი გუნდის იმედებს გაამართლებს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

დღესვე “ქართული ოცნება” საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებს ხობისა და სენაკის ამომრჩევლებს წარუდგენს.

სხვა ახალი ამბები: