“ქართულმა ოცნებამ” სოფელ ცაიშში დეპუტატობის კანდიდატად თენგიზ ალმასია დაარეგისტრირა

0

ცაიშის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სახელისუფლებო გუნდმა სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელა.

შესაბამისი განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თენგიზ ალმასია პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია.

2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კანონმდებლობის თანახმად არჩევნები სოფელ ცაიშში 13 მაისს ჩატარდება.