“ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის გამგებლის კანდიდატად ბესიკ ფარცვანია წარადგინა

0

“ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად ბესიკ ფარცვანია წარადგინა. კანდიდატი ოფიციალურად წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს დაარეგისტრირა.

ბესიკ ფარცვანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. იგი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იყო სოფელ ლიადან, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდება. წალენჯიხაში გამგებლობაზე კიდევ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა საკუთარი კანდიდატი.  პატრიოტთა ალიანსიდან კენჭს -ემზარ უბილავა იყრის, ხოლო პაატა ბურჭულაძე-“მოძრაობა ხალხისთვის” – ელგუჯა ფიფია.

წალენჯიხის საოლქო საარჩევნო ოლქში გამგებლობის კანდიდატთა განცხადებების მიღება დღეს, 18:00 საათზე დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: