“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდის გამგებლის კანდიდატად ლაშა გოგია წარადგინა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ლაშა გოგია მმართველმა პარტიამ, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგებლის კანდიდატად წარადგინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo news-მა რამდენიმე წუთის წინ სარწმუნო წყაროსგან შეიტყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ხვალიდან ჩაერთვება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი თავმჯდომარის მოვალეობას დროებით თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს.

როგორც smo news-სთვის ხდება ცნობილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს მომავალში ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ლაშა გოგიას ადგილს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ მაიზერ ნანავა დაიკავებს, რომელიც ამჟამად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

სხვა ახალი ამბები: