“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდში გამგებლობისა და დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

0

„ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართელოს“ ზუგდიდის ცენტრალურ ოფისში დღეს, შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატთან ედიშერ თოლორაიასთან და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ მერაბ ქვარაიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია და ე.წ. “პრესოვკა-მახარაძის უბანზე” „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თაზო ფაცაცია წარადგინა.

კანდიდატები „ქართულო ოცნების“ ზუგდიდის შტაბის უფროსმა ლაშა გვასალიამ წარდაგინა და მათ პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრა. თავის მხრივ კანდიდატებმა წინა საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მოგების შემთხვევაში დაწყებულ საქმეებს დაასრულებენ და იქნებიან მოსხლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში.

სხვა ახალი ამბები: