ქეთევან ბოჭორიშვილი – გრძლევადიან პერსპექტივაში ანაკლია სრულყოფილი ქალაქი იქნება

0

ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის“ პროექტი ქვეყანაში დამატებით ასეულობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მასშტაბურ პროექტის მშენებლობა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს დაიწყო და პირველი ფაზის დასრულება 2020 წელს იგეგმება.

როგორც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნა, ანაკლიის პორტი შეძლებს, რომ ხუთჯერ უფრო დიდი ტევადობის ტვირთები მიიღოს, ვიდრე დღეს იღებს ქვეყანა.

„პორტზე უფრო დიდი პოტენციალი აქვს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ჩვენ ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ცენტრებს განვავითარებთ. აეროპორტის აშენება ჩვენი პირველი გეგმა იქნება. „ანაკლია სითი“ ფაზებად დაიყოფა. გრძლევადიან პერსპექტივაში ანაკლია სრულყოფილი ქალაქი იქნება, რომელშიც გაერთიანდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ბიზნეს ცენტრი, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პორტში რამდენიმე ასეული ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გაზაფხულის ბოლოს მშენებლობა უფრო გააქტიურდება. ორი წელი გაგრძელდება ეს პროცესი, რომელიც შემდგომ წლებში მეორე ფაზის მშენებლობით გაგრძელდება. პორტის შემდეგ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ზონებშიც შეიქმნება. სამუშაო ადგილების ძებნა მხოლოდ დედაქალაქში აღარ მოუწევთ. გაჩნდება მეორე ალტერნატიული ქალაქი, სადაც ამისი პერსპექტივა იქნება. ანაკლია თბილისის კონკურენტი გახდება”, – აღნიშნავს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

სხვა ახალი ამბები: