ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ენგურის ხიდზე

0

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ენგურის ხიდზე სამღვდელოებასთან ერთად დოქოსოლოგია აღავლინა და მთელი საქართველო დალოცა, ასევე ხიდზე გადამსვლელებს საშუალება მიეცათ წმინდა დიდმოწამისა და საქართველოს მნათობის, კახეთის დედოფლის ქეთევანის წმინდა ნაწილებს შეხებოდნენ და პატივი მიეგოთ.

ენგურის ხიდიდან წმინდა ნაწილები გადასვენებულ იქნა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, სადაც დღეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს ერთობლივ საღმრთო ლიტურგიას, რომლის შემდეგაც სიწმინდე გადაბრძანდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში.

შეგახსენეთ, რომ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოასვენეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიწმინდე საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის.

სხვა ახალი ამბები: