ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ზუგდიდში ჩამოაბრძანეს

0

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოგზაურობს. ამდროისთვის სიწმინდე უკვე ზუგდიდში იმყოფება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წმინდა ნაწილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დახვდა.

წმინდა ნაწილები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ პარაკლისი აღავლინა.

20 ნოემბერს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სენაკისს და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.

სხვა ახალი ამბები: