ქეთი ბოჭორიშვილი “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორი გახდა

0

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ბოჭორიშვილის განცხადებით, ის მუშაობას “ანაკლია სითის” აღმასრულებელ დირექტორად გააგრძელებს. საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განმახორციელებელი “თიბისი ბანკისა” და კონტი ჯგუფის დაფუძნებულ კომპანიაზე.

“ანაკლია სითი ითვალისწინებს ბიზნეს ქალაქის განვითარებას, რაც გულისხმობს სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას პორტის მიმდებარედ. ეს იქნება მომავლოს ქალაქი,სადაც მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები. იქნება სმარტ ქალაქის პრინციპებზე დამყარებული, მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა…”,-აცხადებს ბოჭორიშვილი.

სხვა ახალი ამბები: