“ქეთი თოფურიას საყვარელი რეპერი გუფი გახდა” -რუსულმა მედიამ მომღერალს სკანდალი აუგორა

0

რუსეთის ესტრადის ვარსკვლავის, “ა-სტუდიოს” ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია.

“რუსულ შოუბიზნესში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბედნიერი ცოლი და დედა ქეთა თოფურია “რეპ-ხულიგანი” გუფის, ალექსეი დოლმატოვის საყვარელი გახდებოდა.”-ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რუსული ინტერნეტ გამოცემა life.ru-“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქეთა უკვე ერთი წელია, რაც რომანტიკულ ურთიერთობაშია 37 წლის რეპერ გუფთან. მათ ერთად გაატარეს საახალწლო არდადეგები ტაილანდში, სამუას კუნძულზე-ეს ინფორმაცია ჩვენთვის ქეთა თოფურიას ახლო მეგობრებისგან გახდა ცნობილი.”

life.ru-ს ჟურნალისტის ობიექტივში მოხვდა ეს “ტკბილი წყვილი”, რომელიც მათ ვილას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სანდო წყაროებიდან ჟურნალისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ქეთას და გუფს შორის სიმპატიები კლიპის, “Далеко”-ს გადაღებისას გაჩნდა და მალე დიდ ვნებაში გადაიზარდა. თითქმის ცხრა თვის განმავლობაში თავის გრძნობების დამალვას ახერხებდნენ. მათი სიყვარულის შესახებ მხოლოდ მომღერლების საახლობლო წრემ იცოდა(ქეთას რამდენიმე მეგობარმა და გუფის დირექტორმა).

ქეთას ოთხწლიანი ბედნიერი ოჯახი დაინგრა. მისი ბიზნესმენი მეუღლე ლევ გეიხმანი ახლა ამერიკაში იმყოფება. მათ ქორწინებიდან ყავთ პატარა გოგონა სახელად ლივი. ქეთას და გუფის რომანი რუსული შოუბიზნესისთვის ნამდვილი სენსაცია გახდა.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქეთა თოფურიამ კომენტარი გააკეთა, სადაც მან აღნიშნა:

“ქმარს ჯერ არ დავშორებივარ. ხოლო გუფთან და მის ჯგუფთან “center”-თან უკვე დიდი ხანია ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფოტოებზე მე არ ვარ და ჩვენ ერთად არ ვისვენებდით.”

„არც კი ვიცი ამაზე როგორი რეაგირება უნდა მქონდეს. Life-მა ამ საკითხის შესახებ კომენტარის გაკეთებაც მთხოვა, მაგრამ რადგან ვიცი ყველაფრის არევ-დარევა შეიძლიათ, მათთან არ ვკონტაქტობ. სასამართლოში ჩივილსაც აზრი არ აქვს, რადგან თავს მაინც დაიძვრენენ. შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი, როგორც ეს მილიონჯერ გამიკეთებია, მაგრამ ახლა მხოლოდ მე არ შემეხნენ. მე და ქეთის კარგი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრები ვართ, მაგრამ არა ისეთი ახლო, რომ დასასვენებლად ერთად ვიაროთ. ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთ კუნძულზე ვისვენებდით, მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც მოსკოვში დავბრუნდი და ისიც შეთხზული სტატიიდან. ქეთას და მის ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ასეთ ისტორიაში ჩათრევას არ იმსახურებს” -წერს გუფი ინსტაგრამზე.

ვიდრე თაყვანისმცემლები ფიქრობენ აქვთ თუ არა გუფს და ქეთას რომანი, ჟურნალისტები თავიანთ ვერსიებს ქმნიან მათი შესაძლო სიყვარულის შესახებ. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მომღერლებმა თვითონვე ააგორეს ეს ჭორი თავიანთი ერთობლივი პროექტის პრეზენტაციის წინ.

სხვა ახალი ამბები: