ქიბარ ხალვაში – ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ სხვისი კონტროლის ხელში მოექცეს

0

დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარკებული ვიყავით და ზუსტად იციან ეს ციფრები. მემგონი გაუგებრობას არ ექნება ადგილი – ამის შესახებ ქიბარ ხალვაშლმა „მოამბის” ეთერში განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ წილის რამდენ პროცენტს მისცემს მათ, ხალვაში პასუხობს, რომ  ჯერ ამ განცხადებას ვერ გააკეთებს.

„მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით” – თქვა ხავლვაშმა.

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა საკონტროლო პაკეტი მის ხელში, ხალვაში პასუხობს:

„ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ სხვისი კონტროლის ხელში მოექცეს. აქედან გამომდიანრე, შევეცდები ისეთი იყოს როგორიც წარმომიდგენია და იყოს ხალხის სამსახურში” – თქვა ხალვაშმა.

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის” კანონიერ მფლობელად ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ხალვაშის თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურს არ დაკარგავენ.

„შევეცდებით ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ”-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სხვა ახალი ამბები: