ქრთამი და “გაშავებული” კრედიტინფო – სოფლის რწმუნებულის გულწრფელი აღიარება

0

ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS არასამთავრობო რგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერის ლალი ანთიას თაღლითური საქმიანობის შესწავლას აგრძელებს. ანთია, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში როგორც ერთ-ერთი დაახლოებული პირი 2012 წლის არჩევნების შემდეგ გავლენის სფეროებით სარგებლობდა. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სწორედ ყოფილ მაღალჩინოსნებს “ნაციონალური მოძრაობიდან” ხელშეუხებლობის გარანტიით სამსახურში თავად აბრუნებდა ან სამსახურიდან მოხსნის კანდიდატურებს ამავე სამსახურს სხვა და სხვა გზებით უნარჩუნებდა.

SMO NEWS-ის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, არცერთ საჯარო პირს 2012 წელს დანიშნული გამგებელი ედიშერ თოლორაია სამსახურიდან მოხსნით არ დამუქრებია, გარდა იმ პირებისა, რომელთაც ქონდათ ხარვეზები ან სამსახურეობრივი დარღვევები. ლალი ანთია კი გარდამავალი პერიოდით სარგებლობდა და არწმუნებდა მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს, რომ ერთად-ერთი “მხსნელი” მხოლოდ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია და თავად ის იყო.

ლალი ანთიამ ნაცადი ხრიკებითა და წინასწარ შემუშავებული გეგმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 31 სოფლის რწმუნებულიდან უმრავლესობა მისი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია. ყველაფერ ამაში ხელს ისიც უწყობდა, რომ მისი შვილი გურგენ (გიზო) სართანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა (გიზო სართანია იმ პერიოდში ზუგდიდის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე იყო დანიშნული).

სწორედ ამ და სხვა საკითხებზე SMO NEWS-მა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული ჩაწერა, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

-არ ვარ დარწმუნებული, რომ ლალი ანთია ამ ინტერვიუს შემდეგ სახლში არ მომადგება და ოჯახს არ ამიწიოკებს. გამომდინარე აქედან, თუ არ იქნება დასახელებული ჩემი ვინაობა, მე მზად ვარ დაგთახმდეთ და გესაუბროთ იმაზე, რაც პირადად მე გადამხდა თავს.

-ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ კონფიდენციალურობა და თქვენი თქხოვნა გავითვალისწინოთ. უპირველესად მინდა გკითხოთ. თქვენ ახლა არ მუშაობთ იმ სოფელში სადაც ადრე იკავებდით რწმუნებულის თანამდებობას?

-ისევ იმ სოფელში ვარ, მაგრამ არა რწმუნებულის თანამდებობაზე. ამჟამად ამავე ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი რიგითი სპეციალისტი ვარ და ისე როგორც წინათ, ახლაც ვზრუნავ ამ სოფელზე.

-თქვენ კერძო საუბარში მიყვებოდით, რომ კრედიტი აიღეთ ბანკიდან დედის სახელზე, რომ თუნდაც სპეციალისტის პოზიცია შეგენარჩუნებინათ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში. ამიხსენით, რისთვის დაგჭირდათ კრედიტის აღება?

-დიახ ასეა. სესხი ავიღე ლიბერთი ბანკიდან. მე პირედად ძალიან ბევრი ვალი მქონდა ისედაც და მეტს ვერ მომცემდნენ უბრალოდ. გადავწყვიტე დედაჩემი წამეყვანა და მის სახელზე გაგვეკეთებინა ახალი კრედიტი.

-რა აუცილებლობა იყო ანუ რამ გაიძულათ ბანკიდან ისევ აგეღოთ კრედიტი?

-სიმართლე გითხრათ იმედმა. იმის იმედმა, რომ სამსახურში დავრჩებოდი და გაუსტუმრებელი კრედიტები ისე არ დამრჩებოდა. იმის იმედად, რომ რომელიმე ბანკი სახლს არ წამართმევდა. მე მინდოდა სამსახურის შენარჩუნება, სხვა არაფერი.

მოდით უფრო შორიდან დავიწყებ. გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ძველი თანამშრომლები თანდათან სამსახურს დავკარგავდით იმის გამო რომ ვემსახურებოდით “ნაციონალურ მოძრაობას”. ვემსახურებოდით რა, უბრალოდ ვიყავით რწმუნებულები და როცა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რამეს გვავალებდა უნდა შეგვესრულებინა.

-ძირითადა რა დავალებებს ირებდით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან?

-ისეთი არაფერი. უბრალოდ როცა ხალხი სჭირდებოდათ გამოგვეყვანა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას და კიდევ, აგიტაცია-პროპაგანდა წინასაარჩევნო პერიოდში. რამე კრიმინალური წარსული რა თქმა უნდა ჩვენ არ გვქონია. უფრო დიდი კრიმინალური წარსულის მქონე მაღალჩინოსნები დღემდე სარგებლობენ უდიდესი პრივილეგიებით.

-მოდით გავაგრძელოთ ჩვენი საუბრის ძირითადი თემა. როცა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ თქვენ ყველას დაგითხოვდნენ სამსახურიდან, რა მოიმოქმედეთ და საერთოდ, ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი?

-ასე გვერწმუნებდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ ყველას გაგვყრიდნენ სათითაოდ.

ვინ? ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები?

-არა, მათთან დაახლოებული პირები.

-კონკრეტულად?

-გამგებლის მოადგილის დედა, ლალი ანთია.

-და რას გეუბნებოდათ?

-რომ ჩვენ ვართ “სისხლისმსმელი ნაციონალები” და სამსახურში არავინ დაგვტოვებდა. ხშირად მოგვმართავდა სიტყვებით “ზონდერი”.

-მოდით ისევ კრედიტს მივუბრუნდეთ. რაში დაგჭირდათ კრედიტის აღება?

-საამსახურის შესაანარჩუნებლად როგორც გითხარით. ერთ დღეს ჩემთან სახლში მოვიდა ჩემი კოლეგა, ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული და მითხრა: გამოსავალი არსებობსო. დავინტერესდი თუ რას გულისხმობდა გამოსავალში. მან მითხრა, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც პრობლემას გადაჭრის, თუმცა ამისთვის გარკვეული თანხა იყო საჭირო.

-რა თანხაზე იყო საუბარი და ვის გულისხმობდა თქვენი კოლეგა “პრობლემის გადამჭრელად”?

-მან მითხრა პირდაპირ, რომ თუ სამსახურში დარჩენა მინდოდა გამგებლის მოადგილის დედისთვის, ლალი ანთიასთვის უნდა მიგვეცა მინიმუმ 1000 ლარი. მე რა ტქმა უნდა არ მქონდა ეს თანხა და პასუხი მას ადგილზე ვერ გავეცი, ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი, თუმცა ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი რამეს და პასუხს გავაგებინებდი.

-რამდენ დღეში მოახერხეთ პასუხი გაგეცათ?

-როგორც კი კრედიტი ავიღე. ეს მოხდა ზუსტად ერთ კვირაში.

-თქვენ შეეხმიანეთ თუ ისევ თავად დაგიკავშირდათ?

-მე დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთვის მისაღები იყო მიის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მეორე დღესვე ვნახეთ ერთმანეთი და პირადად გადავეცი 1000 ლარი.

-თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით კონტაქტი პირადად ლალი ანთიასთან თუ გქონიათ?

-მე პირადად არა, რადგან როგორც სხვა რწმუნებულები მას არცთუ ისე ხშირად ვსტუმრობდი თბილისის ქუჩაზე მდებარე ოფისში. მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ამერიდებინა.

-რატომ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ კოლეგისთვის გადაცემული თანხა მაინცდამაინც ლალი ანთიას ხელში მოხვდა?

-დარწმუნებული ვარ, რადგან მე არ ვიყავი პირველი და არც უკანასკნელი. ეს ქალბატონი 2012 წლიდან მუდმივად კონტაქტობდა ჩვენთან, გვიბარებდა ოფისში და არაოფიციალურ თათბირებს გვიტარებდა. გვაძლევდა სხვა და სხვა სახის დავალებებს, ჟარგონულად რომ ვთქვათ “გვტისკავდა” კიდევაც და იქცეოდა ისე, თითქოს ის ყოფილიყო ზუგდიდის ბატონ-პატრონი.

-თქვენ კრედიტი აირეთ იმის სანაცლოდ რომ სამსახური შეგენარჩუნებინათ. გიშველათ ქრთამმა?

-სამწუხაროდ ვერ. მე გამანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. უბრალოდ ტესტირება ვერ გავიარე სათანადოდ და მივიღე ძალიან დაბალი ქულები.

-უკან არ მოგითხოვიათ ის თანხა?

-უბრალოდ ვერ მოვითხოვდი. ის თანხა დამეკარგა და წარმოიდგინეთ დღეს ვალებში ვარ. უბრალოდ ვერ ვიხდი თანხებს უმუშევრობის გამო. ქრთამის გამო კრედიტ ისტორია გამიშავდა მეც და დედაჩემსაც.

-რას აპირებთ?

-რას უნდა ვაპირებდე? უბრალოდ მაქვს იმედი რომ ერთ დროს ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. იმ ფულს მე ვერასოდეს მოვითხოვ და რომც მოვითხოვო, დამბრუნებელიც არავინაა.

უბრალოდ იცით რა. ღმერთი არსებობს. ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ისინიც, როგორშიც მე ჩამაყენეს. მე კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ უარესსაც მოვესწრები.

 

სხვა ახალი ამბები: