ქრთამის აღების ფაქტზე მარტვილის გამგეობის ორი სამსახურის ხელმძღვანელი დააკავეს

0

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორის კომპანიის წარმომადგენელს სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე, ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: