ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

0

სახელმწიფო უსართხოების სამსახურთან არსებულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ზედაეწერში, სევერიან ბერულავა დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, ზედაეწერში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სევერიანე ბერულავა სუს-ის ანტიკორუფიული სააგენტოს თანამშრომლებმა მაშინ აიყვანეს, როცა ის ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული ოდენობის თანხას იღებდა.

ამ დრომდე ოფიციალური კომენტარები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ კეთდება. კომენტარს არც დაკავებულის ოჯახის წევრები აკეთებენ.

სხვა ახალი ამბები: