ქუჩა თუ პარლამენტი? – რას ფიქრობენ ზუგდიდელი “ნაციონალები”?

0

“პარლამენტშიც უნდა შევიდეთ და მეორე ტურშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა…
სხვა ლოგიკური ალტერნატივა არ არსებობს და ვისაც ბრძოლის იარაღად საპარლამენტო ტრიბუნას პილიტიკური ქუჩა ურჩევნია, არამგონია შორს იხედებოდეს…”-ასეთი სახის სტატუს სოციალურ ქსელში ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბათლომე შელია აქვეყნებს.

შელიას სწორ გადაწყვეტილებად სწორედ ეს გზა მიაჩნია და “ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრების სტატიებს აზიარებს საკუთარ გვერდზე, რომლებიც ანალოგიურად ფიქრობენ.

“მე არ ვიცი რა ფორმით შეიძლება რეგიონში პარტიას ვკითხოთ პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი, მაგრამ რეგიონალური გადასახედიდან მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც ხვალ შეიძლება პრაქტიკულად მედიის გარეშეც კი დავრჩეთ, გამოიწვევს ისეთი კადრების გადინებას, რომელთა მოზიდვა პარტიის ხვალინდელი დღეა…”-დასძენს ბათლომე შელია.

შელიასგან განსხვავებით სხვაგვარად ფიქრობენ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში. პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე მაქაცარია იმავე სოციალურ ქსელში, ბათლომე შელიას საპასუხოდ წერს:

“არანაირად არ გეთანხმები ბათუკა. თუმცა ყველას ტავისი აზრი გააჩნია და საკუთარი აზრი ჰგონია სწორი”-წერს სალომე მაქაცარია.

 

სხვა ახალი ამბები: