ქურდობის ფაქტი “კრედო”-ს ზუგდიდის ფილიალში – პოლიციამ დამნაშავე დააკავა

0

დღეს, 29 მარტს ქალაქ ზუგდიდში მდებარე მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია “კრედო”-დან გამოძიებით დაუდგენელი პირი მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაეუფლა ამავე ორგანიზაშია მომუშავე პერსონალის კუთვნილ LG-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებათა ერთობლიობით დაკავებული იქნა ქალბატონი ნ.შ. რომლის პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ზემოთ აღნიშნული მობილური ტელეფონი. დაკავებულმა ქალბატონმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სხვა ახალი ამბები: