ქურდობის ფაქტი ზუგდიდში -“სანდეი”-დან ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს, პოლიციამ დამნაშავე დააკავა

0

დღეს, 13 აპრილს ზუგდიდში სუპერმარკეტ “სანდეი”-დან ბოროტმომქმედი, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ძვირდაღირებულ ალკოჰოლურ სასმელს. თ.თ.-მ ალკოჰოლური სასმელის მაღაზიიდან ფარულად გატანა სცადა და შემთხვევის ადილიდან მიმალვა.

ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებათა ერთობლიობით ცხელ კვალზე დაკავებული იქნა ზუგდიდის მკვიდრი თ.თ. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნაქურდალი ნივთი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

სხვა ახალი ამბები: