ქურდობის ფაქტი ზუგდიდში – პოლიციამ დამნაშავეს წალენჯიხაში მიაკვლია

0

გუშინ, 1 აპრილს, გამთენიისას ქალაქ ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს საცხოვრებელი სახლი, სადანაც ბოროტმომქმედმა წაიღო ანტიკვარული თოფი, ველოსიპედი, კომპიუტერულ ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომლის შემდეგაც ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებათა სინთეზში დაკავებული იქნა წალენჯიხის მკვიდრი ნ.ს.

ნ.ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ზემოთაღნიშნული ნაქურდალი ნივთები. დაკავებულმა დამნაშავემ კი ჩადენილი დანაშაული აღიარა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: