ქურდობის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

0

19 აპრილს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქალაქ ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში სახლის გაქურდვის ფაქტზე. პიროვნება, რომელმაც გაქურდა ადგილობრივი მოქალაქე ნ.ა ოპერატიულად იქნა დაკავებული. დაკავებულის მიმართ აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

ზუგდიდის მკვიდრმა რ.წ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და მიუთითა მოპარული საოჯახო ნივთების ადგილსამყოფელი. ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლლებმა ნაქურდალი ნივთები ამოიღეს.

სხვა ახალი ამბები: