ქურდობის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

0

27 მარტს ქალაქ ზუგდიდში შ.პ.ს. ნიკორა ტრეიდიდან ბოროტმოქმედმა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაღაზიიდან წაიღო სხვადასხვა ფირმის ალკოჰოლური სასმელები. ამის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სამართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. ცხელ კვალზე გატარებული ოპერტიულ და საგამოძიებო მოქმედებათა ერთობლიობით დაკავებული იქნა ა.შ. რომლის პირადი და სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფარულად გატაცებული ალკოჰოლური სასმელები.

ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები ა.შ დაკავებულია და გადაყვანილია ზუგდიდის პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში.

სხვა ახალი ამბები: