“ქველმოქმედება გადამდებია”- რესტორან “ბერმუხა”-ში 15 წლამდე შშმ პირებს უმასპინძლეს

0

ზუგდიდში, რესტორან “ბერმუხა”-ში, ამავე რესტორნის მეპატრონე ელისო ქარჩავა, წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდთან ერთად 15 წლამდე შშმ პირებს გაუმასპინძლდა. “ბერმუხა”-ში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას შეუერთდა რესტორანი “დიარონი”, სუპერმარკეტი “სპარი” და საკანცელარიო მაღაზია “პლანეტა”. მოწვეულმა სტუმრებმა გარდა იმისა, რომ ივახშმეს და სპეციალურად მოწყობილი სანახაობით გაერთნენ, გადაეცათ ასევე ფასიანი საჩუქრები შემომწირველებისგან.

“დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის ქალბატონ ელისო ქარჩავას რომელიც გაუმასპინძლდა შშმ პირებს რესტორან ბერმუხაში,(შეგახსენებთ რესტორანი ბერმუხა სისტემატიურად ეხმარება სოცილურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებით) ასევე მოაწყო მათთვის წვეულება. ასევე დიდი მადლობა ამ კეთილ საქმეში მონაწილეობისთვის რესტორან “დიარონს”, სუპერმარკეტ “სპარ”-ის ზუგდიდის ფილიალის დირექტორს ბატონ ირაკლი ბასილაიას, საკანცელარიო მაღაზია “პლანეტას”, რადიო “ოდიშს”, “ათინათს”, “რიბი-რაბოს” და ქალბატონ ნინო მამფორიას, ქალბატონ მარიკა კორკელიას, რესტორან “მაკდონალდს”-ს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას”-წერს სოციალურ ქსელში წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი სალომე ფაცაცია.

სხვა ახალი ამბები: